კამპუსს თოლიას მარკეტინგის მენეჯერი ესტუმრა

20 მაისი 2015

19 მაისს, პროექტის „მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ფარგლებში, კახა ბენდუქიძის საუნივერსტეტო კამპუსს სტუმრად ეწვია კომპანია „თოლიას" მარკეტინგის მენეჯერი სანდრო ლომთაძე.

სტუმარმა კონკრეტული მაგალითების საფუძველზე განიხილა კომპანიის მარკეტინგული კამპანია, ისაუბრა ახალ მარკეტინგულ სვლებზე, სტუდენტებს გააცნო „თოლიას" მარკეტინგული სტრატეგია და სამომავლო გეგმები.

სანდრო ლომთაძემ ყურადღება გაამახვილა კონკურენციის მნიშვნელობაზე საქართველოსა და მსოფლიოში, გაავლო პარალელები ქართულ ნაყინის ბაზარსა და უცხოურ ნაყინის ბაზარს შორის - ისაუბრა მსგავსებებსა და განსხვავებაზე, ასევე კომპანიის ბაზრის წილსა და ბრენდინგზე.

სტუმარმა შეხვედრის განმავლობაში უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს აგრარული უნივერსტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის, სტუდენტები: ანა ქაცარავა, ფარნა სართანია, რუსუდან ელერდაშვილი, ნიკა კოსტავა და ქეთევან მიშველაძე.

პროექტს „მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ხელმძღვანელობს საქართველოს აგრარული უნივერსტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა.

 

მსგავსი სიახლეები