კამპუსში ალექსანდრე ქართველის გამოფენა გაიხსნა
12 დეკემბერი 2016
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმში ალექსანდრე ქართველის გამოფენა გაიხსნა.
გამოფენა ალექსანდრე ქართველის საინტერესო ცხოვრებას და მემკვიდრეობას ასახავს, რომელიც ისტორიას დარჩა სამხედრო ავიაინჟინერიაში მეცნიერული მიღწევების სახით.
ალექსანდრე ქართველს ეკუთვნის ისეთი უმნიშვნელოვანესი ხომალდების დიზაინი, როგორიცაა P-47 Thunderbolt (გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ), F-84 (გამოიყენებოდა კორეის ომში და შემდგომ „ნატოს“ ძალების მიერ) და F-105 (გამოიყენებოდა ვიეტნამის ომში).
ალექსანდრე ქართველის გამოგონებებს შორის უმნიშვნელოვანესია A-10 “Warthog”-ის დიზაინი, რომელიც დღემდე გამოიყენება აშშ-ს საავიაციო ძალების მიერ და უკვე მეხუთე ათწლეულია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საავიაციო მხარდაჭერაში.
ალექსანდრე ქართველმა შეიტანა მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აეროდინამიკაში ბგერის სიჩქარის განვითარებისათვის დიზაინის და ტექნოლოგიის შექმნაში, აგრეთვე კოსმოსურ ფრენაში.
გამოფენა გაიხსნა ალექსანდრე ქართველის ასოციაციის ხელშეწყობით.