კამპუსში ბესო ლასარეიშვილის საჯარო ლექცია ჩატარდა

28 მაისი 2015

28 მაისს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა ბესო ლასარეიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: მცენარეთა ინფორმაციის გადაცემა ცილიდან ცილაზე, ცილისმაგვარი ინფექციური ნაწილაკი და პრიონული დაავადებები.

ლექცია ჩატარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის კლუბის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში.

კლუბის ორგანიზებით უნივერსიტეტის პროფესორები კვირაში ერთხელ წაიკითხავენ შემეცნებით ლექციებს მათ ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევებთან დაკავშირებით.

ლექციები საინტერესო იქნება, როგორც ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ასევე პირველკურსელებისათვის, რომლებსაც ჯერ არ აურჩევიათ მომავალი სპეციალობა და, ზოგადად, ბიოლოგიის სხვადასხვა დარგით დაინტერესებულთათვის.

მსგავსი სიახლეები