კამპუსში დასაქმების ფორუმი ჩატარდა
10 დეკემბერი 2015
3 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმის ფარგლებში საქართველოს ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტების სტუდენტებმა და ქართულ ბაზარზე არსებულმა წამყვანმა კომპანიებმა, ინტერესებისა და მოთხოვნების შესაბამისად გაცვლეს ინფორმაცია, რაც სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელების წინაპირობა გახდება. 2015 წლის მონაცემებით თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 95% დასაქმებულია, რაც ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტოა. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმების მაჩვენებელი ტრადიციულად, წლიდან-წლამდე პროგრესირებს. შარშანდელთან შედარებით აგრუნის დასაქმებული სტუდენტების რაოდენობა 122%-ით გაიზარდა. ფორუმზე 70-მდე კომპანიების წარმომადგენლებმა მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესავსებად გამართეს გასაუბრება სტუდენტებთან და განიხილეს მათ კანდიდატურები.