კამპუსში დასაქმების ფორუმი ჩატარდა

08 დეკემბერი 2016

8 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის რიგით მეექვსე დასაქმების ფორუმი ჩატარდა.

ფორუმს უპრეცენდენტოდ ბევრი, 80-ზე მეტი პოტენციური დამსაქმებელი კომპანია ესწრებოდა!

ორგანიზაციების წარმომადგენლები მიმდინარე თუ სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესავსებად ადგილზე გაესაუბრნენ სტუდენტებს და განიხილეს მათი კანდიდატურები. ღონისძიების დაწყებამდე გამოვლინდნენ ის კომპანიები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს თავისუფალი და აგრარული სტუდენტების დასაქმებასა და განვითარებაში. წლის გამორჩეული დამსაქმებლის ტიტული მიენიჭა KPMG Georgia-ს, ხოლო Frixx, Singular, TeraBank, ლომისი, და Adjara Group დაჯილდოვდნენ სტუდენტების დასაქმებაში ხელშეწყობისთვის.

დასაქმების ფორუმი ტარდება წელიწადში 2-ჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სპეციალურად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.

მსგავსი სიახლეები