კამპუსში დასაქმების ფორუმი ჩატარდა
26 მარტი 2015
26 მარტს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის გამართულ დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმზე წარმოდგენილი იყო ქართულ ბაზარზე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიები.
ფორუმის გახსნის ცერემონიაზე გამოვლინდა 3 კომპანია, რომელსაც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ყველაზე მეტი სტუდენტი ჰყავს დასაქმებული.
ჯილდო გადაეცათ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია EY საქართველოს, თიბისი ბანკს და საქართველოს ბანკს.
ასევე, საპატიო სიგელით დაჯილდოვდა მონაწილე ყველა კომპანია.
უშუალოდ ფორუმს კამპუსის ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. გასაუბრებები შედგა მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებულ ვაკანსიებზე ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის.
სტუდენტებს რეალური შანსი მიეცათ პირადად გაეცნოთ დამსაქმებელი და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.