კამპუსში დასაქმების მეხუთე ფორუმი ჩატარდა

26 მარტი 2016

24 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის რიგით მეხუთე დასაქმების ფორუმი ჩატარდა.

ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს ბაზარზე არსებული წამყვანი კომპანიები და საჯარო სამსახურები, რომელთა წარმომადგენლები მიმდინარე თუ სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესავსებად ადგილზე გაესაუბრნენ სტუდენტებს და განიხილეს მათი კანდიდატურები.

წლევანდელ დასაქმების ფორუმს უპრეცენდენტოდ ბევრი ორგანიზაცია დასწრო.

ღონისძიების დაწყებამდე გამოვლინდნენ ის კომპანიები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს თავისუფალი და აგრარული სტუდენტების დასაქმებასა და განვითარებაში.

წლის გამორჩეული დამსაქმებლის ტიტული მიენიჭა RSM Georgia-ს, ხოლო თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი და კომპანია BDO დაჯილდოვდნენ სტუდენტების დასაქმებაში ხელშეწყობისთვის.

დასაქმების ფორუმი ტარდება წელიწადში 2-ჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სპეციალურად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.

მსგავსი სიახლეები