კამპუსში დაზარალებულებისთვის ნივთებს შეაგროვებენ

15 ივნისი 2015

14 ივნისიდან სტუდენტების და თამაშრომლების ნაწილი გმირთა მოედანზე დილიდანვე გავიდა სამუშაოდ. ადგილზევე უამრავი მოხალისე იყო მისული და როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, სწორედ ამ მიზეზის გამო ყველა მათგანი სტიქიის ზოანაში არ შეუშვეს. ამის მიუხედავად, ნაწილმა მაიცნ შეძლო გაწმენდით სამუშაოებში ჩართვა.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები კიდევ ერთხელ გამოთქვამენს ღრმა მწუხარებას 13 ივნისს მოსული სტიქიის შედეგების გამო.

იქიდან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტების სტუდენტებისა და თანამშრომლების სურვილი დიდია დაეხმარონ დაზარალებულებს, უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს დღეიდან დაიწყოს პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმელების შეგროვება კამპუსში.

როგორც ვიცით, ქალაქის ცენტრი პარალიზებულია და მოძრაობა ჭირს. რადგან კამპუსი გარეუბანში მდებარეობს, კამპუსთან ახლოს მცხოვრები მსოახლეობისთვის აქ გაცილებით ადვილი იქნება ნივთების მოტანა.

უნივერსიტეტების თანამშრომლები მიღებულ ნივთებს დააფასოებენ და საკუთარი ტრანსპორტით, გვიან ღამე, მაშინ, როცა ქალაქის ცენტრში მისასვლელი გზები შედარებით თავისუფალი იქნება, მიიტანენ დანიშნულების ადგილზე.

დავით აღმაშენებლის ხეივანი #240, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები.

მსგავსი სიახლეები