კამპუსში გაცნობითი პროგრამები ჩატარდა

19 ოქტომბერი 2014

17 და 18 ოქტომბერს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გაცნობითი პროგრამები ჩატარდა.

კამპუსს თბილისიდან და რეგიონებიდან აბიტურიენტები ეწვივნენ.

გაცნობითი პროგრამების მიმდინარეობისას, მათ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის პროფესორებმა წაუკითხეს ლექციები.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს კამპუსი, ნახეს სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიები, კულინარიის აკადემია, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, მუზეუმი და სპორტდარბაზი.

მათ გაიგეს უფრო მეტი მომავალი პროფესიის შესახებ, გაიცნეს კამპუსის სასწავლო გარემო.

გაცნობითი პროგრამების ფარგლებში კამპუსს ოთხასამდე აბიტურიენტი ესტუმრა.

მსგავსი სიახლეები