კამპუსში გიორგი ქადაგიძის ლექცია ჩატარდა
25 თებერვალი 2016
24 თებერვალს კამპუსს გიორგი ქადაგიძე ეწვია და ბიზნესის სკოლის ბაკალავრებისთვის და მაგისტრანტებისთვის ჩაატარა ლექცია - ძირითადი გამოწვევები ცვლილებების მართვის პროცესში (Key Challenges in Change Management Process).
გიორგი ქადაგიძე 2009 წლიდან არის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე. ის ამავდროულად იკავებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ალტერნატიული მმართველისა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველის პოზიციას საქართველოს მხრიდან.
ჟურნალმა The Banker, გიორგი ქადაგიძე დაასახელა ევროპის 2014 წლის ცენტრალური ბანკის საუკეთესო მმართველად.
გიორგი ქადაგიძე ბიზნესის სკოლის ESM-ის კურსდამთავრებულია.