კამპუსში მეხუთე გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
09 თებერვალი 2024
2024 წლის 2 თებერვალს კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა გაცნობითი პროგრამა. 400-მდე მოსწავლე ესტუმრა კახა ბენდუქიძის კამპუსს და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროგრამების შესახებ მიიღო დეტალური ინფორმაცია.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მიერ მიმდინარე აკადემიურ წელს ჩატარდა ხუთი გაცნობითი პროგრამა აბიტურიენტებისათვის, რომელსაც 2 400-ზე მეტი მოსწავლე ესტუმრა.
გაცნობითი პროგრამების ფარგლებში აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ კამპუსს, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროგრამებს, სასწავლო გარემოს, უნივერსიტეტში მიღების პირობებს, გაესაუბრონ მომავალ ლექტორებს, დაესწრონ მათთვის სასურველ ლექციებს და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.
მსგავსი სიახლეები
27 დეკემბერი 2025
მოტობურთი 2025
16 დეკემბერი 2025
დასაქმების ფორუმი კამპუსში
16 დეკემბერი 2025
მზარეულის პროფესიული პროგრამა მოიცავს საგანს - მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო
10 დეკემბერი 2025
Vet CT • ვეტ სითი კახა ბენდუქიძის კამპუსში
09 დეკემბერი 2025