კამპუსში მუზეუმი გაიხსნა
15 ოქტომბერი 2014
15 ოქტომბერს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში მუზეუმი გაიხსნა, რომელიც აერთიანებს საბუნებისმეტყველო დარგის სხვადასხვა კოლექციას.
მუზეუმში ასევე წარმოდგენილია ნიადაგმცოდნეობის, მინერალოგიის, დენდროლოგიის, ენტემოლოგიის, მეაბრეშუმეობის, მიკოლოგიის, ზოოლოგიისა და პათანატომიის კოლექციები.
კამპუსის მუზეუმის მისია უნივერსიტეტის სასწავლო სამეცნიერო პროცესების ხელშეწყობაა და ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის.
მუზეუმი აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ გახსნეს.
გახსნას ეროვნული მუზეუმის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური საბჭოს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.