კამპუსში ნიადაგების მსოფლიო დღის აღინიშნა

22 დეკემბერი 2017

საქართველოს ნიადაგმცდონეთა საზოგადოებისა და მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის ინიციატივით საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმში სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ აღინიშნა ნიადაგების მსოფლიო დღე.

ნიადაგების საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრმა, აკადემიკოსმა თენგიზ ურუშაძემ დამსწრეებს გააცნო ნიადაგების მსოფლიო დღის, ნიადაგების საერთაშორისო წლისა (2015) და ნიადაგების საერთაშორისო დეკადის (2015-2024) ისტორია. ისაუბრა ნიადაგების მუზეუმის ისტორიასა და საქართველოში ნიადაგმცოდნეობის განვითარებაზე.

დოქტორანტმა ილია კუნჭულიამ ისაუბრა ნიადაგების საერთაშორისო დღეზე, მდგრადი განვითარების მიზნებსა და ნიადაგებისა და მიწების როლზე მათ მიღწევაში. სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს კამპუსი და მუზეუმი.

მსგავსი სიახლეები