კამპუსში რადეკ პოლაკის საჯარო ლექცია ჩატარდა

25 იანვარი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში რადეკ პოლაკმა საჯარო ლექცია ჩაატარა. რადეკ პოლაკი ცნობილი პოლონელი ფოტოგრაფია, რომელიც სხვადასხვა ჟურნალებსა და სარეკლამო სააგენტოებთან მუშაობს. მან პოზნანის ხელოვნების აკადემია დაამთავრა.

რადეკმა იმუშავა პოლონურ-ქართულ წიგნზე - "ქართული გემო" (“Gruzinski Smak”) ცნობილ ქართველ მუსიკოსსა და ასევე, კულინარიის აკადემიის ლექტორთან, ვახო ბაბუნაშვილთან ერთად. წიგნი პოლონეთში გამოიცა და ქართულ სამზარეულოს ეძღვნება. აღსაღნიშნავია, რომ წიგნის ერთ-ერთი თავში, რომელიც ქართული კულინარიის მომავალს ეთმობა, საქართველოს კულინარიის აკადემიის ლექტორისა და სტუდენტების შექმნილი ქართული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციები და საინტერესო რეცეპტებია მოყვანილი.

რადეკმა საჯარო ლექციისას food photography-ის შესახებ ისაუბრა და აუდიტორიას საკუთარი პროფესიული მოსაზრებები და გამოცდილება გაუზიარა.

მსგავსი სიახლეები