კამპუსში სეზონური სატყეო სკოლა გაიხსნა

27 ივნისი 2016

27 ივნისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სეზონური სატყეო სკოლა გაიხსნა.

პროექტი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის ბაზაზე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება.

სატყეო სკოლა დარგის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება და ითვალისწინებს თანამშრომლების წახალისებას რეგიონალურ დონეზე.

სასწავლო კურსი ორ მთავარ თემას-ტყეების ეკოსისტემებსა და მათ ბიომრავალფეროვნებას მოიცავს. სასწავლო კურსს გაუძღვებიან როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპელი წამყვანი პროფესორები და მეცნიერები.

პროექტში 21 მსმენელი მონაწილეობს როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.

სატყეო სკოლა 3 ივლისს დაიხურება.

მსგავსი სიახლეები