კატის ბარძაყის ძვლის მოტეხილობა
16 ივნისი 2025
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა Veterinarium-ში კატას დაუდგინდა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა (AO/OTA კლასიფიკაციის მიხედვით 32A3 ტიპის მოტეხილობა).
ქირურგიულ ჩარევამდე პაციენტს ჩაუტარდა შემდეგი დიაგნოსტიკური გამოკვლევები:
- რენტგენოგრაფია - მოტეხილობის ტიპის განსაზღვრისა და ფიქსაციის დაგეგმვისთვის
- წინასაოპერაციო ლაბორატორიული ანალიზები - სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური პროფილი, ელექტროლიტების დონის შეფასება. ლაბორატორიული მონაცემები მნიშვნელოვანია საანესთეზიო რისკების შეფასებისა და ოპერაციული მართვის გეგმაში გათვალისწინებისათვის.
- გულის ულტრასონოგრაფია - ანესთეზიის გართულებების რისკის შესაფასებლად.
დიაგნოსტიკური შეფასების საფუძველზე დაიგეგმა ქირურგიული მკურნალობა. პაციენტს ჩაუტარდა ბარძაყის ძვლის ფიქსაცია ბლოკირებული ტიტანის ფირფიტის გამოყენებით. აღნიშნული ტექნიკა უზრუნველყოფს მოტეხილობის საიმედო სტაბილიზაციას და ხელს უწყობს ძვლის სწორ შეხორცებას.
ოპერაცია ჩაატარა კლინიკის მთავარმა ვეტერინარმა და ქირურგიის განყოფილების უფროსმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ. ოპერაციული ანესთეზიის მართვა განახორციელა ანესთეზიოლოგმა ნათია რობაქიძემ.
პოსტს თან ერთვის ოპერაციისწინა და ოპერაციისშემდგომი რენტგენოგრაფიული გამოსახულებები, რომლებიც ასახავს როგორც მოტეხილობის საწყის მდგომარეობას, ასევე ოპერაციული ჩარევის შედეგებს.
პაციენტის რეაბილიტაცია წარმატებით წარიმართა და ის თავს კარგად გრძნობს.
მსგავსი სიახლეები
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026
კუჭში უცხო სხეულის წარმატებული ენდოსკოპიური ევაკუაცია
20 მარტი 2026