კავკასიური ნაგაზების გამოფენა
13 თებერვალი 2013
23 თებერვალს, აგრარულ უნივერსიტეტში (დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის მე-13 კილომეტრი) გაიმართა კავკასიური და ქართული ნაგაზების ყველაზე მასშტაბური ეროვნული გამოფენა. გამოფენაზე მონაწილეობა მიიღო 115-მა ნაგაზმა, აქედან 40 იყო ქართული ჯიშის, ხოლო დანარჩენი - კავკასიური.
გამოფენის ორგანიზატორები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია.