კახა ბენდუქიძე აშშ-ში გაემგზავრა
25 მარტი 2014
კახა ბენდუქიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
ცოდნის ფონდის დამფუძნებელს დაგეგმილი აქვს შეხვედრები როგორც მთავრობის, ასევე, არასამთავრობო, ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან. კახა ბენდუქიძე სახელმწიფო დეპარტამენტის, Carnegie Endowment for Peace-ის, Atlantic Council-ის და სენატის წარმომადგენლებს შეხვდება.
კახა ბენდუქიძე მოხსენებით გამოვა კალიფორნიაში, RAND-ის სადოქტორო სკოლისა და თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ უკრაინისადმი მიძღვნილ სემინარზე და მონაწილეობას მიიღებს სხვა ღონისძიებებში.