კახა ბენდუქიძე ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის ყოველწლიურ კონფერენციაზე მიიწვიეს

08 ოქტომბერი 2014

5-7 ოქტომბერს ბრიუსელში ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ბრიუსელის დიალოგის პროგრამა (Dialogue Programme Brussels), ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდი (Friedrich Naumann Foundation for Freedom) და ფრეიზერის ინსტიტუტი (The Fraser Institute) მასპინძლობდნენ.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე სხვა ცნობილ ეკონომისტებთან ერთად იყო მიწვეული კონფერენციაზე.

ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელიმა გამოაქვეყნა ფრეიზერის ინსტიტუტის 2014 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიში, რომელიც ასახავს ქვეყნების 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლებს, რომლის მიხედვითაც საქართველომ საუკეთესო ოცეულში დაიმკვიდრა ადგილი და 152 ქვეყანას შორის მე-16 ადგილი მოიპოვა.

საქართველო 2012 წლის ანგარიშში (რომელიც 2010 წელს მოიცავდა) 42-ე ადგილზე იყო ხოლო 2013 წელს (მოიცავდა 2011 წელს) 25-ზე.

მსგავსი სიახლეები