კახა ბენდუქიძე ეკონომიკური თავისუფლებისთვის
14 ნოემბერი 2016
14 ნოემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა დისკუსია - კახა ბენდუქიძე ეკონომიკური თავისუფლებისთვის. დისკუსანტები იყვნენ - ლადო გურგენიძე და ვატო ლეჟავა.
შეხვედრაზე განხილული იყო ეკონომიკური თავისუფლების აქტი, რომლის ინიციატორი იყო ლადო გურგენიძე, ხოლო შემუშავებაში დიდი წვლილი შეიტანა კახა ბენდუქიძემ.
აქტი კახა ბენდუქიძის საჯარო მოღვაწეობის ერთ-ერთი ბოლო წარმატება გახლდათ.
ღონისძიება კახა ბენდუქიძის მემორიელური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
13 ნოემბერს ქართველი რეფორმატორის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა.