კახა ბენდუქიძე უნგრეთში მოხსენების წასაკითხად მიიწვიეს
06 მაისი 2014
ცოდნის ფონდის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე რეფორმატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენების წასაკითხად უნგრეთში მიიწვიეს.
კონფერენცია "პერსპექტივა გარდამავალ პერიოდზე", რომელიც ბუდაპეშტში 6-7 მაისს იმართება, პეტერსონის სახელობის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტისა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მიერაა ორგანიზებული.
ის მიზნად ისახავს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში პოსტ-კომუნისტური გარდაქმნების პროცესის ანალიზს.
კახა ბენდუქიძესთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ გამოჩენილი რეფორმატორი პოლიტიკოსები და ინტელექტუალები: ამერიკელი ფინანსისტი და ინვესტორი ჯორჯ სოროსი, შვედი ეკონომისტი ანდერს ოსლუნდი, პოლონელი ეკონომისტი ლეშეკ ბალცეროვიჩი, ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი, ბულგარეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი სიმეონ ჯანკოვი, უნგრეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლაიოშ ბოკროში და გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი კალმან მიჟეი.