კახა ბენდუქიძე

18 ნოემბერი 2014

კახა ბენდუქიძე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა ქართული თანამედროვე სახელმწიფოსა და განათლებისა ისტორიაში. მისმა რეფორმებმა საქართველოს ეკონომიკა უფრო სიცოცხლისუნარიანი და თანამედროვე გახადა. დააარსა საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი - თავისუფალი უნივერსიტეტი. აგრარულ უნივერსიტეტს კი ახალი, ხანგრძლივი სიცოცხლე აჩუქა.

მისი მიზანი იყო, რომ საუკეთესო განათლების მიღების საშუალება ყველა მოტივირებულ ახალგაზრდას ჰქონოდა - განურჩევლად მატერიალური მდგომარეობისა. ამ მიზნის განსახორციელებლად, კახა ბენდუქიძემ ქართველი ახალგაზრდების განათლებისთვის გაიღო უფრო მეტი, ვიდრე ვინმეს გაუცია. მან ათასობით ახალგაზრდას მისცა შანსი ჩამოყალიბებულიყო პროფესიონალად ქვეყნისა და ოჯახის საკეთილდღეოდ.

კახა ბენდუქიძეს სწამდა, რომ ამ საქმეში მთავარი მომავალია. ამიტომაც, მისი ყველა საგანმანათლებლო პროექტი სიცოცხლიუნარიანი და საშვილიშვილოა - ზუსტად ისე, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. ამ წლების განმავლობაში ბატონმა კახამ შეძლო და მიაღწია, რომ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მომავალი ხანგრძლივი და გავნითარებაზე ორიენტირებული იყოს.

მისი დამსახურებით დღეს ქვეყანას ყოველდღიურად ემატება თავისუფალი, განათლებული და მშრომელი თაობა.

ჩვენ - უნივერსიტეტების ადმინისტრაცია, პროფესორები და სტუდენტები, ვამაყობთ იმით, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველის გზას გავაგრძელებთ და ბოლომდე არ მივიყვანთ, რადგანაც განათლებას ბოლო არ აქვს.

კახა ბენდუქიძე - ვიკიპედია

კახა ბენდუქიძე - FB გვერდი

კახა ბენდუქიძე - FB პროფილი

კახა ბენდუქიძე - ბლოგი კახა ბენდუქიძის შესახებ

მსგავსი სიახლეები