კახა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

14 ნოემბერი 2015

13 ნოემბერს, საღამოს, კამპუსის თეატრში (ხელოვნების ცენტრი) შედგა კახა ბენდუქიძის შესახებ მომზადებული 3 დოკუმენტური ფილმის პრემიერა.
პირველი ფილმი ტელეკომპანია ტაბულამ მოამზადა კახა ბედუქიძის რეფორმების შესახებ. შემდეგ იყო კახა ბენდუქიძის უკრაინელი მეგობრების მიერ გადაღებული ფილმის პრემიერა. ჩვენება დახურა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მედია-სტუდიის არქივიდან და კახა ბენდუქიძის სვეტებიდან (რომელსაც ჟურნალ ტაბულასთვის წერდა), ასევე საჯარო ლექციებიდან შეკრებილმა კახა ბენდუქიძის გამოსვლებისა თუ ინტერვიუებისგან შემგარმა კოლაჟმა.

მანამდე, დილიდან კამპუსს ეწვივნენ კახა ბენდუქიძის ოჯახის წევრები, ახლობლები, საქმიანი პარტნიორები და მეგობრები. მათ დაათვალიერეს ცოდნის ფოდნის დამფუძნებლის მემორიალური კაბინეტი და კამპუსის მუზეუმი.

ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა სერგეი ალექსაშენკომ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: ლიბერალიზმი, როგორც საბჭოთა წარსულთან ბრძოლის მექანიზმი“ (წარსულში ალექსაშენკო რუსეთის ფედერაციის მთავრობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდა).

ზუსტად 13 საათსა და 11 წუთზე კამპუსში სამუშაო თუ სასწავლო პროცესი შეწყდა და ყელა იქ მყოფმა კახა ბენდუქიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგო პატივი.

მსგავსი სიახლეები