კახა ბენდუქიძის კამპუსში კენკროვანი კულტურების წარმოების სასერტიფიკატო პროგრამის დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა

30 აპრილი 2021

კახა ბენდუქიძის კამპუსში კენკროვანი კულტურების წარმოების სასერტიფიკატო პროგრამის დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სასერტიფიკატო პროგრამა დაფინანსებული იყო USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ. პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 40 ფერმერი. სასწავლო კურსი მოიცავდა კენკრის ოთხი წამყვანი ჯიშის (მარწყვის, მაყვლის, ჟოლოს და ლურჯი მოცვის) მოყვანის საერთაშორისოდ აღიარებულ მეთოდებს. პროგრამა შემუშავდა საქართველოს აგრარული და მიჩიგანის უნივერსიტეტების პროფესორების მიერ, მათ თეორიულ და პრაქტიკულ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით.
 
ღონისძიების ფარგლებში კახა ბენდუქიძის კამპუსში სტუმრად იმყოფებოდა USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი. USAID-ის მისიის დირექტორმა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ვატო ლეჟავამ კურსის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადასცეს პროგრამის 33 მონაწილეს.
Kaxa Benduqizis Kampussi Kenkrovani Kulturebis Warmoebis Sasertifikato Programis Daxurvis Sazeimo Roniszieba Gaimarta

მსგავსი სიახლეები