კახა ბენდუქიძის ლექცია

19 მარტი 2014

20 მარტს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა კახა ბენდუქიძის საჯარო ლექცია თემაზე: უკრაინა -რეფორმები და პოლიტიკა. ლექციის ფარგლებში განხილული იყო უკრაინის ეკონომიკური მდგომარეობისამსახველი ინდიკატორები და პოლიტიკური მდგომარეობა. ლექციის ფარგლებში კახა ბენდუქიძემ ისაუბრა შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან არსებულ გამოსავალზე და უკრაინის რეფორმირების აუცილებლობაზე.

 

შეგახსენებთ რომ ამ საკითხებზე კიევში 12 მარტს ჩატარდა საგანგებო ეკონომიკური სამიტი რომლისორგანიზატორიც თავისუფალი უნივერსიტეტი, უკრაინის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ევროპის ბიზნესის ასოციაცია, კიევის ეკონომიკური სკოლა, კატონის ინსტიტუტი და ატლასის ეკონომიკური კვლევების ფონდი იყვნენ. კახა ბენდუქიძე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი გახლდათ. უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამიტი მიზნად ისახავდა რეფორმების საუკეთესო გზების გამონახვას.

 

მსგავსი სიახლეები