კახა ბენდუქიძის მეორე საქმიანი ვიზიტი ალბანეთში

03 სექტემბერი 2014

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, კახა ბენდუქიძეს დღეს მეორედ შეხვდება.

კახა ბენდუქიძე ტირანას ოფიციალურად პირველად ივლისის ბოლოს ეწვია.

ალბანეთის მთავრობას აინტერესებს საქართველოში ჩატარებული რეფორმების გაზიარება, ასევე კახა ბენდუქიძის გამოცდილება გარდამავალი ეკონომიკის სხვა ქვეყნების რეფორმირებაში.

ალბანეთი ნატოს წევრია და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია.

კახა ბენდუქიძე პრემიერ-მინისტრის გარდა ეკონომიკის მინისტრს არბენ აჰმეტაჯს, ასევე, სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება და ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრება.

კახა ბენდუქიძე რჩება ასევე უკრაინის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს წევრად, რომელიც მაისში კანადის მთავრობის ინიციატივით შეიქმნა.

მსგავსი სიახლეები