კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი თავს უყრის საუკეთესოებს

26 აგვისტო 2015

თავისუფალი უნივერსიტეტი ისევ პირველია, აგრარული კვლავ დაწინაურდა!

ერთიან ეროვნულ გამოცდების შედეგების მიხედვით თავისუფალი უნივერსიტეტი ისევ საუკეთესო და მაღალქულიანი აბიტურიენტებისთვის ყველაზე სასურველი უმაღლესი სასწავლებელია.

10 საუკეთესო აბიტურიენტიდან 8 თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტია!

ამასთან, საქართველოს სახელით საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილე 15 აბიტურიენტიდან 12-მა თავისუფალ უნივერსიტეტი აირჩია.

აგრარულმა უნივერსიტეტმა საუკეთესო ხუთეულში შარშან დამკვიდრებული შედეგიც გააუმჯობესა და წელს საქართველოს მასშტაბით მეოთხე საუკეთესოა!

უნივერსიტეტი, რომელიც 4 წლის წინ, კახა ბენდუქიძემდე, 30-ეულს მიღმა იყო.

ეს იყო ყველაზე რთული, გამოწვევებით სავსე წელი, თუმცა უნივერსიტეტებმა ეს შეძლეს!

პირველკურსელებო, მადლობას გიხდით ნდობისთვის და გილოცავთ - თქვენ საუკეთესო უნივერსიტეტებში მოხვდით!

მსგავსი სიახლეები