კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში დასაქმების ფორუმი ჩატარდა

27 ნოემბერი 2014

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი წელს უკვე მეორედ ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოში მოქმედმა 65-მა კომპანიამ მიიღო. სტუდენტებმა და კომპანიებმა საკუთარი ინტერესების და მოთხოვნების შესაბამისად ინფორმაცია გაცვალეს, რაც სამომავლო თანამშრომლობის წინაპირობა გახდება.

კომპანიების წარმომადგენლებმა გამართეს გასაუბრება სტუდენტებთან, შექმნეს მათთვის საინტერესო სეგმენტის მონაცემთა ბაზა, რათა მოახდინონ მათი კანდიდატურების განხილვა მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებულ ვაკანსიებზე.

წინა ფორუმთან შედარებით მონაწილე კომპანიათა რაოდენობა 50%-ით არის გაზრდილი.

კამპუსი დასაქმების ფორუმს მომავალშიც უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები