კახა ბენდუქიძის შეხვედრა

08 აპრილი 2014

ცოდნის ფონდის დამფუძნებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს.

8 აპრილს კახა ბენდუქიძე ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტს სტუმრობდა, რომლის პრეზიდენტი - ნილ სმატრესკი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების საბჭოს წევრია. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები უნივერსიტეტის ხელმძღვანელებთან, საინჟინრო სკოლის პროფესორებთან და მცენარეთა ბიოლოგიის მიმართულების მკვლევარებთან.

დაიგეგმა თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულება, მათ შორის აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტში.

მსგავსი სიახლეები