კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტები - პირველი და მეორეა!

23 სექტემბერი 2016

აგრარული უნივერსიტეტი მულტიპროფილურ უნივერსიტეტებს შორის მეორე ადგილზე დაწინაურდა, 2016 წლის რეიტინგში ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულის მიხედვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საბოლოო მონაცემებით.

საერთო ჩამონათვალში აგრუნი მესამეზეა, თუმცა, ამ შემთხვევაში რეიტინგში მის წინ სამედიცინო პროფილის უნივერსიტეტი დგას.

აგრარული უნივერსიტეტი, საქართველოში ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი უნივერსიტეტია, რომელიც 2012 წლამდე (ცოდნის ფონდამდე) რეიტინგში 30-ეულს მიღმა იყო.

უნივერსიტეტმა პროგრესი მას შემდეგ დაიწყო, რაც კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა უნივერსიტეტის რეფორმირება და მრავალმილიონიანი ინვესტიცია განახორციელა.

დღეს აგრარული საქართველოს საუკეთესო უმაღლესია, თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად.

აგრუნის სტუდენტებო, გილოცავთ, თქვენ ნამდვილად საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლობთ!

მსგავსი სიახლეები