კახა ბენდუქიძის წიგნის პრეზენტაცია

27 ოქტომბერი 2016

ცოდნის ფონდის დირექტორმა, ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო წიგნი „გზა თავისუფლებისკენ, საუბრები კახა ბენდუქიძესთან“ ქართულენოვანი გამოცემა.

კახა ბენდუქიძესთან საუბრებისა და ინტერვიუების საფუძველზე დაწერილ წიგნში წარმოდგენილია მისი საქმიანობის ეტაპები: მეცნიერი, ბიზნესმენი, სახელმწიფო მოღვაწე და რეფორმატორი, ფილანტროპი და წარმატებული უნივერსიტეტების დამაარსებელი.

კონფერენციის განმავლობაში შესაძლებელი იყო თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის წიგნების შეძენა საგამომცემლო ფასად. ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ მსურველებს კახა ბენდუქიძის ბიოგრაფიულ წიგნზე სამახსოვრო მინაწერები დაუტოვა.

მსგავსი სიახლეები