კბილების წმენდა ცხოველებისთვის
26 ივნისი 2025
კლინიკა ვეტერინარიუმში შეგიძლიათ თქვენს კომპანიონ ცხოველებს კბილები გაუწმინდოთ.
პროცედურას ატარებს კლინიკის მთავარი ვეტერინარი და ქირურგიული განყოფილების უფროსი ლაშა-გიორგი ჯაფარიძე, ხოლო ანესთეზიას მართავს ანესთეზიოლოგი ნათია რობაქიძე.
კბილების წმენდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოველის ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. კბილებზე ნადებისა და ქვების დაგროვება იწვევს ღრძილების ანთებას (გინგივიტს), რაც დროთა განმავლობაში შეიძლება გადაიზარდოს პაროდონტიტში. ეს არა მხოლოდ ტკივილს და კბილების დაკარგვას იწვევს, არამედ ბაქტერიების სისხლში მოხვედრის შემთხვევაში, ზიანს აყენებს შინაგან ორგანოებს – გულს, ღვიძლს და თირკმელებს.
სწორედ ამიტომ, რეგულარული დენტალური პროფილაქტიკა და საჭიროების შემთხვევაში პირის ღრუს სანაცია აუცილებელია თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის.
მსგავსი სიახლეები
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026
კუჭში უცხო სხეულის წარმატებული ენდოსკოპიური ევაკუაცია
20 მარტი 2026