კინოჩვენება კამპუსში

24 აპრილი 2014

23 აპრილს აგრარული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მოეწყო მეცხვარეობაზე გადაღებული ახალი ქართული დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

ფილმი "გზა" შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) საბაზრო განვითარების პროგრამის „ალიანსები ქვემო ქართლის" მიერაა დაფინანსებული, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი" ახორციელებს.

დოკუმენტური ფილმი ასახავს ცხვრის გადარეკვის პროცესს შირაქის ზამთრის საძოვრებიდან სამცხე–ჯავახეთის მაღალმთიან ზაფხულის საძოვრებამდე ერთი კონკრეტული ფარის მაგალითზე.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა შორისაა, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია მომთაბარე მეცხვარეობა როგორც ამ დარგის არსებობის და გადარჩენის აუცილებელი პირობა.

აგრარულ უნივერსიტეტში ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ მერსი ქორფსის, მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

მსგავსი სიახლეები