კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტის კონფერენცია

10 სექტემბერი 2013

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტისორგანიზებით, 30 სექტემბრიდან - 3 ოქტომბრის ჩათვლით, ჩატარდება  თბილისის 2013 წლის I საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "ტვინის დაავადებები: ნეირომეცნიერებისა და მედიცინის გზაშესაყარზე". კონფერენცია ტარდება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სპონსორობით და რესენბურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მხარდაჭერით. 

კონფერენციის მიზანია, წაახალისოს დიალოგი კლინიკური მედიცინისა და ნეირომეცნიერების წარმომადგენლებს შორის. ქართველ ნეიროფიზიოლოგებთან, ნევროლოგებთან, ფსიქიატრებთან და მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ფუნდამენტური მეცნიერების, ასევე კლინიკური მედიცინის დარგის წარმომადგენლები ევროპისა და აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტებიდან და საუნივერსიტეტო კლინიკებიდან.

კონფერენცია ეძღვნება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტის დაფუძნებას, ინსტიტუტისა, რომელიც კოგნიტიური ნეირომეცნიერების მიმართულებით ერთადერთია საქართველოში. 


☑ კონფერენციის ჩატარების დრო: 30 სექტემბერი - 3 ოქტომბერი, 2013

☑ ადგილმდებარეობა: დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი

☑ კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა, დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ

 

მსგავსი სიახლეები