კომპანია ემოციას მარკეტინგის მენეჯერი კამპუსში

25 მაისი 2016

24 მაისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს პროექტის ფარგლებში "მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ეწვია კომპანია "ემოციას" წარმომადგენელი ლაშა ლომაშვილი.

ლექციის პირველ ნაწილში მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა კომპანიის შესახებ. განხორციელებულ მარკეტინგულ კამპანიებზე, თუ როგორ და რა ფორმით ურთიერთობს კომპანია მომხმარებელთან. გარდა ამისა მიმოიხილა მათი კონკურენტები და კონკურენტული უპირატესობები.

ლექციის მიწურულს  სტუდენტებს გააცნო სამომავლო გეგმები და განვითარების გზები.

შეხვედრის მიწურულს გაიმართა დისკუსია.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტები - ლანა ჯანეზაშვილი, მარიამ ჟიჟიაშვილი, ნუცა იაგორაშვილი, ოთარ ყეინოშვილი და ირაკლი აზიკური.

პროექტს "მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში“ ხელმძღვანელობს აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი - მარიამ ლეჟავა.

მსგავსი სიახლეები