კომპანია Leavingstone-ის ციფრული მარკეტერი კამპუსში
23 აპრილი 2015
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა კომპანია Leavingstone-ის ციფრულ მარკეტერს, პავლე გაბრიჭიძეს უმასპინძლა.
სტუმარმა კომპანიის წარმატებული მარკეტინგული კამპანიების გარდა გულწრფელად ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რომელიც ნებისმირ საინტერესო პროექტს შეიძლება თან სდევდეს.
შეხვედრის ძირითადი თემა ციფრული მარკეტინგი იყო, თუ როგორ შეიძლება მაქსიმალურად გამოიყენო ციფრული მარკეტინგი პრაქტიკაში. სტუმარმა ასევე ისაუბრა Google-ის სპეციფიკაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი Google-თან პარტნიორობა და როგორ გაუფართოვა შესაძლებლობები Leavingstone-ს.
შეხვედრის ბოლოს პავლე გაბრიჭიძემ სტუდენტებს რამდენიმე საინტერესო რჩევა მისცა.
ლექციას ორგანიზება აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა - თეკლა ზვიადაძემ, ლიკა ჩოგოვაძემ, თემურ ღლონტმა და თეონა ცინცაძემ გაუწიეს.
შეხვედრა შედგა პროექტის „მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ფარგლებში, რომელსაც აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა ხელმძღვანელობს.