კომპანია სარაჯიშვილის მარკეტინგის მენეჯერი სტუმრად კამპუსში
07 მაისი 2015
პროქტის ფარგლებში „მარკეტინგის მენეჯერი სტუმრად კამპუსში“ აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს ფაკულტეტის სტუდენტებმა კომპანია სარაჯიშვილის მარკეტინგის მენეჯერი, რეზო ჯანიაშვილი მოიწვიეს.
სტუმარმა თავდაპირველად მოკლე ისტორიის მიმოხილვით დაიწყო და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად უამრავი კარგი რჩევაც მისცა აუდიტორიას. ასევე მიმოიხილა კონკურენტები და კონკურენტული უპირატესობები, ვინ არის მიზნობრივი სეგმენტი, როგორ ახორციელებენ ბაზრის კვლევას. ასევე ისაუბრა მარკეტინგულ სტრატეგიებზე, მომხმარებლებზე და მათთან კომუნიკაციის წყაროებზე.
ლექცია ინტერაქტიული გამოდგა. კითხვა პასუხის შემდეგ სტუმარმა აუდიტორია სარაჯიშვილის საწარმოში მიიწვია. სტუდენტების ვიზიტი უახლოეს მომავალში დაიგეგმება.
შეხვედრას ორგანიზება აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებმა ანა კახურიშვილმა, ანა დურგლიშვილმა, ანა ჩეჩელაშვილმა, მარიამ ჩოკოშვილმა და გურამ თოიძემ გაუწიეს.
პროექტს „მარკეტინგის მენეჯერი სტუმრად კამპუსში“ აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა ხელმძღვანელობს.