კონკურსი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

01 დეკემბერი 2015

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კომპანია ნუტრიმაქსმა ჩაატარა პრეზენტაცია, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ქონდათ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია კომპანიის, აგრარულ სფეროში მიმდინარე პროცესების, პროექტისა და მონაწილეობის წესების შესახებ.

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს კონკურსს, რომლის მიზანია გამოავლინოს და დააჯილდოვოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესისა და ვეტრეინარიის ფაკულტეტის მოტივირებული სტუდენტები.

კონკურსში პირველ 3 ადგილზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ პრიზები:
I ადგილი - ფულადი პრიზი 1000 ლარი
II ადგილი - ფულადი პრიზი 500 ლარი
III ადგილი - ფულადი პრიზი 300 ლარი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მე-3 და მე-4 კურსის, ხოლოვეტერინარიის ფაკულტეტიდან მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტებს.

მსგავსი სიახლეები