კონკურსი - ედისონის ლიგა 2017

30 მარტი 2017

კონკურსი “ედისონის ლიგა” დასრულდა
კონკურსი ჩატარდა სამ ეტაპად. ფინალის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები.
პირველი ადგილი დაიკავეს: საბა ინასარიძემ, რამაზ ჯავახიშვილმა და მარიამ ბუჩუკურმა. მათ გადაეცათ 15 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.
მეორე ადგილი - ნიკოლოზ ფესტვენიძე, მირიან მირიანაშვილი, გივი ხართიშვილი, რომლებმაც მოიპოვეს 9 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.
მესამე ადგილისა და 4 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერის მფლობელები გახდნენ გიორგი საათაშვილი, ლუკა ნადირაძე და გიორგი მჭედლიშვილი

სასწავლო ვაუჩერები დააფინანსებს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ და აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტში, ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის და კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლაში სწავლას 8 სემესტრის განმავლობაში.

მსგავსი სიახლეები