კონკურსის გამარჯვებულები

02 სექტემბერი 2013

19 აგვისტოს გერმანიაში, კერძოდ, მიუნხენში, გაემგზავრნენ კონკურს ''მე აბიტურიენტი ვარ", ''ლავუაზიეს წრისა'' და ''ედისონი ლიგის'' გამარჯვებულები: 

1. გიორგი შარიფაშვილი და გიორგი ბრეგვაძე (მე აბიტურიენტი ვარ)
2. გიორგი კვანტრიშვილი, მიქაელ გაგოშიძე, თორნიკე კილაძე (ედისონის ლიგა) 
3. მარიამ ფერაძე, ანა ქურდაძე, ზვიად კაჭარავა (ლავუაზიეს წრე)

კონკურსების გამარჯვებულებმა დაათვალიერეს Deutsches Museum-ს მიუნხენში, BMW-ს მუზეუმს, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს, სადაც ნახავენ სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორიებს, ეწვევნენ ხელოვნების მუზეუმს და ნახეს ოლიმპიური სტადიონი.

შეგახსნებთ, რომ სამივე კონკურსი ჩატარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ინიციატივით და იყო შემეცნებითი ხასიათის. ''ედისონის ლიგისა" და ,,ლავუაზიეს წრის" მონაწილე უკლებლივ ყველა კონკურსანტი აგრარულ უნივერსიტეტში საინჟინრო-ტექნოლოგიურ ან აგრარულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში, მიიღებს სასწავლო გრანტს.


სამივე კონკურსში ერთად 10 000-მდე აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები