კოტე ბათმანიდი კამპუსში
28 ნოემბერი 2015
27 ნოემბერს პროექტის "გაყიდვების მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ფარგლებში აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა რუსთავი 2-ის გაყიდვების მენეჯერი, კონსტანტინე ბათმანიდი მოიწვიეს.
კონსტანტინე ბათმანიდის ვიზიტი სტუმრებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სტუმარმა ისაუბრა რეკლამებზე, რეიტინგებზე, ინტეგრირებულ რეკლამაზე და ფროდაქტ ფლეისმენთზე ტელე-პროდუქტში.
შეხვედრის ორგანიზატორები აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები: ლანა კორკელია, ქეთევან მოსაშვილი, შორენა გონაშვილი, ლიკა გარსევანიშვილი და ვალერი ბერელაშვილი იყვნენ.
პროექტს ხელმძღვანელობს ბიზნესის ადმინისტრირების ლექტორი - შალვა კვეზერელი.