KPMG-ს წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ

20 მაისი 2015

20 მაისს კამპუსს ეწვივნენ კომპანია KPMG-ს წარმომადგენლები.

მათ ჩაატარეს სემინარი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო აუდიტი, საგადასახადო და საკონსულტაციო (კორპორატიული) ფინანსები.

სტუდენტებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს, როგორც ამ საკითხებით, ისე კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტების ფუნქციონირებით. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. კომპანიის წარმომადგენლებმა აუდიტორიას გააცნეს ის ვაკანსიები, რასაც ამ ეტაპზე სტუდენტებს სთავაზობენ.

მსგავსი სიახლეები