კრის ფოსის ლექცია მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტებს
04 აპრილი 2015
კახა ბენდუქიძის საუნივერსოტეტო კამპუსში "Plumpton college"-ის მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კრის ფოსმა აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს: დარგის ექსპერტებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს საუკითხა საჯარო ლექცია - Developing a sustainable wine industry .
მან, ასევე ისაუბრა "Plumpton college" -ის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამებზე, ლონდონის გავლენაზე ღვინის გაყიდვებთან დაკავშირებით.
ლექციის ბოლოს ბატონმა ფოსმა პასუხები გასცა სტუდენტებისა და სტუმრების შეკითხვებს.
საჯარო ლექციის შემდეგ სტუმარმა და ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დირექტორმა ქალბატონმა მაკო აბაშიძემ გამოთქვეს აგრარულ უნივერსიტეტთან რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი, რომელზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.