კულინარიის აკადემია საგაზაფხულო ფესტივალზე

28 მაისი 2015

საქართველოს კულინარიის აკადემიამ მონაწილეობა მიიღო საგაზაფხულო ფესტივალში "წიგნი და მუსიკა".

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ახალი გამოცემები, კულინარიის აკადემიის მიერ მომზადებული კერძები და კარგად ნაცნობი ბენდების ცოცხალი შესრულება.

კულინარიის აკადემიის ლექტორებმა და სტუდენტებმა მოამზადეს კერძები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან:

• სხვადასხვა სახის კრეპები
• ლიტერატურული პერსონაჟების ფიგურებით მორთული ტორტი
• მექსიკური და კატალონიური კერძები.

დამსწრე საზოგადოებას ჩამოთვლილი კერძების ლიტერატურულ დანიშნულებაზე მწერალი დიანა ანფიმიადი ესაუბრა.

 

მსგავსი სიახლეები