კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულების მორიგი წარმატება
03 ნოემბერი 2015
სავაჭრო ცენტრ - ისტ ფოინთში ბოულინგის კლუბი Lebowski გაიხსნა, რომელიც ცნობილი ამერიკული ფილმის The Big Lebowski-ს მოტივებზეა შექმნილი.
კლუბში სხვადასხვა გასართობ ინფრასტრუქტურასთან ერთად არის რესტორანი, რომლის შეფია ნიკა მეტრეველი და სუ-შეფი კი - იანა პობედონოსცევა.
ნიკა არის კულინარიის აკადემიისა და ტაბულას ერთობლივი კულინარიული შოუს "რესტორანის" გამარჯვებული, ხოლო იანა ასევე Burger House-ის თანადამფუძნებელი და თანამფლობელია.
ორივე მათგანმა კულინარიის აკადემიის როგორც მზარეულის, ისე კონდიტერის პროგრამები გაიარეს.
ნიკამ და იანამ რესტორანში მზარეულებად კულინარიის აკადემიის სტუდენტები აიყვანეს: თაია ჭინჭარაული, ოთო ერისთავი, მარი ბიგოიძე, მურად ამიროვი, იაგო როსტიაშვილი, ილია მისირელი.