კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულების მორიგი წარმატება

07 აგვისტო 2015

კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულები: ნინო ფარქოსაძე, თორნიკე თადუმაძე და გვანცა ანთაძე სასტუმრო-რესტორანში - The Terrace დასაქმდნენ.

ნინო ფარქოსაძე The Terrace-ის შეფ-მზარეულია. მის ფუნქციებშია რესტორნის სამზარეულოს მართვა, კერძების შექმნა-მომზადება, მენიუს შემუშავება, მზარეულების მენეჯმენტი. ნინომ კულინარიის აკადემიის მზარეულის სასერტიფიკატო პროგრამა გაიარა და ასევე, ის მონაწილეობდა კულინარიის აკადემიის და ტელეკომპანია ტაბულას კულინარიულ შოუში "რესტორანი".

თორნიკე თადუმაძე და გვანცა ანთაძე კი The Terrace-ის მზარეულები გახდნენ. თორნიკემ და გვანცამ კულინარიის აკადემიის მზარეულის აკრედიტებული პროგრამა გაიარეს.

მსგავსი სიახლეები