კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულებით დაკომპლექტებული აზიური სწრაფი კვების ობიექტი

22 ივნისი 2016

საქართველოს კულინარიის აკადემიის მზარეულის პროგრამის კურსდამთავრებული, მათე ხვიჩია "უკვე"-ს შეფ-მზარეულია. “უკვე” წარმოადგენს აზიური სამზარეულოს სწრაფი კვების ობიექტს, რომელიც აერთიანებს ონლაინ შეკვეთებს, ადგილზე მიტანისა და "take away"-ს სერვისს. 

მათე ზრუნავს ახალი კერძების შექმნასა და მომზადებაზე, ქმნის მენიუს, მართავს სამზარეულოს პერსონალს, ამზადებს კერძების კალკულაციებს. მათემ თავისი გუნდი კულინარიის აკადემიის სხვა კურსდამთავრებულებით დააკომპლექტა.

კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულები: გელა ზაქარაია, ირაკლი გრიგოლია და ლევან შავიძე - "უკვეს" მზარეულები არიან და მათესთან ერთად ყოველდღიურად ზრუნავენ აზიური კერძების მომზადებაზე.

მსგავსი სიახლეები