კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული ახალი რესტორნის შეფ-მზარეული გახდა
23 აგვისტო 2015
კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული, ერეკლე ღონღაძე Respublica Grill Bar-ის მზარეული გახდა.
ერეკლე პირველადი პროფესიით ფინანსისტია და ბითიეი ბანკში სესხის გაცემის ექსპერტად მუშაობდა.
მოგვიანებით, ის კულინარიის აკადემიის სტუდენტი გახდა და მზარეულის სასერტიფიკატო პროგრამა გაიარა. Respublica Grill Bar-ში მუშაობის დაწყებამდე, ერეკლე Rooms Hotel Tbilisi-ში, Strada-სა და Terrace -ზე მზარეულად მუშაობდა.
ერეკლემ რესტორნის მზარეულებად კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულები და სტუდენტები შეარჩია: შალვა ელიაშვილი დაინიშნა სუ-შეფის პოზიციაზე, ხოლო ნინო კალანდარიშვილი და გიორგი ჩითინაშვილი მზარეულები გახდნენ.