კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული იტალიაში აგრძელებს სწავლას

18 მაისი 2015

კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული, ზუკა შონია სწავლას იტალიაში University of Gastronomic Sciences-ის The Slow Art of Italian Cuisine-ის 1-წლიან პროგრამაზე აგრძელებს.
ზუკა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობდა, მარკეტინგის განხრით. მას კულინარია ბავშვობიდან აინტერესებდა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, კულინარიის აკადემიაში ჩააბარა.

ზუკას სურს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ საკუთარი რესტორანი გახსნას და კულინარიის აკადემიის ლექტორი გახდეს.

მსგავსი სიახლეები