კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული ჟურნალ კულინART-ში
19 ნოემბერი 2015
ჟურნალი კულინART-ის ბოლო ნომერში თქვენ გაიცნობთ კულინარიის აკადემიის კიდევ ერთ კურსდამთავრებულს, ირკა ქელეხსაშვილს, რომელმაც სპეციალურად ჟურნალისათვის მოამზადა ჭარხლის და გოგრის სალათი.
ირკა რესტორანი P.A.M. CLUB-ის შეფია. მის ფუნქციებშია რესტორნის სამზარეულოს მართვა, კერძების შექმნა-მომზადება, მენიუს შემუშავება, დამხმარე მზარეულების მენეჯმენტი. ის მანამდე მუშაობდა: კაფე-რესტორანი Terrace-ს მზარეულად, Fitcafe-ს შეფ-მზარეულად, Lisi Lounge-ის შეფ-მზარეულად, რესტორანი TIMES-ის შეფ-მზარეულად და Hotel Coste-ს რესტორნის მზარეულად.
ირკა არის კულინარიის აკადემიისა და ტაბულას ერთობლივი კულინარიული შოუს “რესტორანის” გამარჯვებული.